ახალი ამბებისაზოგადოება

თბილისი – 1 060 შემთხვევა, აჭარა – 461 | კორონავირუსის განაწილება 8 ნოემბერს

8 ნოემბერი, 2020 • 889
თბილისი – 1 060 შემთხვევა, აჭარა – 461 | კორონავირუსის განაწილება 8 ნოემბერს

საქართველოს მთავრობის პრესცენტრის თანახმად, ქვეყანაში 8 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი Covid-19-ით ინფიცირების 2901 შემთხვევის გეოგრაფიული განაწილება ასეთია:

  • თბილისში გამოვლენილია 1 060 შემთხვევა,
  • აჭარაში – 461,
  • იმერეთში – 340,
  • ქვემო ქართლში – 181,
  • შიდა ქართლში – 199,
  • გურიაში – 68,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთში – 369,
  • კახეთში – 94,
  • მცხეთა-მთიანეთში – 78,
  • სამცხე-ჯავახეთში – 45,
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 6.

ამ ეტაპზე, მთავრობის თანახმად, აქტიური ინფიცირების შემთხვევა არის 14 680, რომელთა შორის 4 691 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 316, აჭარაში – 740. მძიმე პაციენტი გვყავს 641, მათ შორის, თბილისში – 332, აჭარაში – 102. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 322 პირი, მათ შორის, თბილისში – 160, აჭარაში – 92. 2 879 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 449 – აჭარაში, ხოლო 971 – თბილისში. 7 110 პირი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 964 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 683, აჭარაში-1 296. სულ 6 ოქტომბრიდან – 7 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 13 227 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 37 324 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 5 326 პირი, აჭარაში – 16 226, იმერეთში – 4 305“.

მთავრობის პრესცენტრის თანახმდვე, Covid-19-ით ბოლო 24 საათში 34 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის თბილისში – 14 ადამიანი, აჭარაში – 7, იმერეთში – 8, შიდა ქართლში – 3, ქვემო ქართლში – 1, ხოლო კახეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 475 გარდაცვალების შემთხვევა.

„გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეიბითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 799 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 42 572-მდე გაიზარდა“, – წერს პრესცენტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი