ახალი ამბები

გარდაიცვალა ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თედორე გობეჯიშვილი – ცესკო

7 ნოემბერი, 2020 • 1238
გარდაიცვალა ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თედორე გობეჯიშვილი – ცესკო

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თედორე გობეჯიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია იტყობინება.

უწყების განცხადებით, გობეჯიშვილი 43 წლის ასაკში “მოულოდნელად გარდაიცვალა”.

“ის საარჩევნო ადმინისტრაციაში 2006 წლიდან მუშაობდა; 2008 – 2016 წლებში საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იყო, 2018 წლის თებერვლიდან დღემდე კი ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. თედორე გობეჯიშვილს ჰქონდა საარჩევნო საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება და გამოირჩეოდა მაღალი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით”, – აღიშნავს უწყება.

საარჩევნო ადმინისტრაცია უსამძიმრებს თედორე გობეჯიშვილის ოჯახს, კოლეგებს და ახლობლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი