ახალი ამბები

სასტუმროები ბინასა და ჰოსპიტალს შორის შუალედური რგოლი იქნება — ცერცვაძე

6 ნოემბერი, 2020 • 990
სასტუმროები ბინასა და ჰოსპიტალს შორის შუალედური რგოლი იქნება — ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, კოვიდის მკურნალობაში სასტუმროების როლი გაძლიერდება და ბინასა და ჰოსპიტალს შორის შუალედურ რგოლად ჩამოყალიბდება. ამის შესახებ მან კლინიკური ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, გაიზრდებას სასტუმროების სამედიცინო პერსონალის რაოდენობა.

“სასტუმროები თუ აქამდე ერთგვარად ბინის ეკვივალენტის როლს ასრულებდნენ, ანუ სასტუმროებში პაციენტების განაწილება ხდებოდა იმის მიხედვით, ვის არ ჰქონდა პირობები ბინაში თვითიზოლაციის და ამიტომ მიჰყავდათ სასტუმროში, ახლა სასტუმრო იქნება შუალედური რგოლი ბინასა და ჰოსპიტალს შორის არა მარტო იზოლაციის მაჩვენებლით, არამედ მოვლის და მკურნალობის მაჩვენებლით. ეს ნიშნავს, რომ სასტუმროში გაძლიერდება სამედიცინო პერსონალი როგორც რაოდენობრივად, ისე თვისებრივად და სასტუმრო გახდება საშუალო ბინას და საავამდმყოფოს შორის, სადაც პაციენტს ჩაუტარდება გამოკვლევებიც და, თუ საჭიროა, მსუბუქი მკურნალობაც. რა თქმა უნდა, სერიუზული მკურნალობისთვის რჩება ჰოსპიტალი”, — განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ასევე, გაძლიერდება პირველადი ჯანდაცვის ექიმების როლი, რომლებიც სამომავლოდ ბინაზე დატოვებული კოვიდპაციენტების სამართავადაა გათვალისწინებული.

ასევე, კლინიკური ჯგუფის გადაწყვეტილებით, სასტუმროში მყოფ ყველა პაციენტს და ბინაზე მყოფ პაციენტთა ნაწილს დღეიდან სამი სავალდებულო გამოკვლევა ჩაუტარდება, ესენია სისხლის საერთო ანალიზი, D დიმერი და სატურაციის განსაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი