ახალი ამბები

ბინასა და კოვიდსასტუმროებში მყოფებს 3 სავალდებულო ანალიზი ჩაუტარდებათ – ცერცვაძე

6 ნოემბერი, 2020 • 5401
ბინასა და კოვიდსასტუმროებში მყოფებს 3 სავალდებულო ანალიზი ჩაუტარდებათ – ცერცვაძე

სასტუმროში მყოფ ყველა პაციენტს და ბინაზე მყოფ პაციენტთა ნაწილს დღეიდან სამი სავალდებულო გამოკვლევა ჩაუტარდება, ესენია სისხლის საერთო ანალიზი, D დიმერი და სატურაციის განსაზღვრა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ კლინიკური ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ეს გამოკვლევები, შერჩევით, დღესაც ტარდებოდა, მაგრამ დღეიდან სავალდებულო და სისტემური იქნება.

  • “D დიმერის განსაზღვრა გაძლევს სიგნალს, პაციენტს აქვს თუ არა თრომბოემბოლიური რისკი. სიკვდილიანობის თითქმის მეოთხედი თრომბოემბოლიური დაავადებებით არის განპირობებული და შესაბამისი ჩარევით ეს გართულება თავიდან იქნება აცილებული.
  • მეორე — სისხლის ანალიზი გვაძლევს წარმოდგენას, რამდენად მძიმეა პროცესი, ხომ არ არის ბაქტერიული გართულება, ხომ არ არის საჭირო, მკურნალობაში ჩაერთოს ანტიბიოტიკები და სხვა საშუალებები.
  • მესამე — სატურაციის განსაზღვრა ძალიან მნიშვნელოვანია, მოგვცემს საშუალებას, რამდენად ჟანგბადდამოკიდებულია ბინაზე დატოვებული პაციენტი, ის შეიძლება ვერ გრძნობდეს, ეს ახასიათებს კოვიდს, მაგრამ სისხლში არ იყოს ჟანგბადის საკმარისი რაოდენობა — ასეთი პაციენტები არის დამძიმების და სიკვდილიანობის მთავარი რისკჯგუფი, ასეთი პაციენტები დაუყოვნებლივ გადაყვანილი იქნებიან ჰოსპიტალში”, — განაცხადა ცერცვაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი