ახალი ამბები

ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისთვის მთავრობა მზადაა | ეკატერინე ტიკარაძე

6 ნოემბერი, 2020 • 1528
ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისთვის მთავრობა მზადაა | ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ მთავრობა მზადაა ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებისთვის. საპროტესტო აქციებზე საუბრისისას, ტიკარაძის თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა ბოროტად არ უნდა გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები, რაც ქვეყანაში ვირუსის გავრცელებას გამოიწვევს.

“ჩვენ ოპოზიციასთან მიმართებაში მზად ვართ დავსხდესთ მოლაპარაკების მაგიდასთან, და ეს არის მნიშვნელოვანი, და  ნებისმიერი შეთანხმება შეიძლება მოხდეს მსგავსი პროტესტის გამოხატვის გარეშე, ბევრად უფრო ცივილურად და ეფექტურად და არ გამოვიყენოთ ბოროტად ჩვენი ემოციები და პირადი ინტერესები და ამით არ გავავრცელოთ ინფექცია ქვეყანაში”, – განაცხადა მინისტრმა.

მისი განცხადებით, მოლაპარაკებები არის პოლიტიკური პროცესი და ეს გაიმართება იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია არ იქნება დესტრუქციული.

მანამდე ეკატერინე ტიკარაძემ ისაუბრა, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილი თუ ჩატარებული აქციები ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს, რადგან ვერ ხერხდება სოციალური დისტანციის დაცვა.

კვირას, 8 ოქტომბერს თბილისში ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ დაგეგმილია ფართომასშტაბიანი აქცია, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაპროტესტება იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი