ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში რუსი ექიმის შესაძლო გაუპატიურების ფაქტს იკვლევენ

5 ნოემბერი, 2020 • 1040
აფხაზეთში რუსი ექიმის შესაძლო გაუპატიურების ფაქტს იკვლევენ

აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის მიერ რუსი ექიმის შესაძლო გაუპატიურების საკითხზე სოხუმში რუსეთის საელჩომ მოკვლევა დაიწყო. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობითვე, ექიმი რუსეთიდან გუდაუთის საავადმყოფოში კოვიდ-პაციენტების მკურნალობაში დასახმარებლად ჩავიდა.

ინფორმაცია ექიმის გაუპატიურების შესახებ პირველად სოციალურ ქსელებში 4 ნოემბერს გავრცელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი