ახალი ამბები

საქართველო-მაკედონიის მატჩი გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება

5 ნოემბერი, 2020 • 915
საქართველო-მაკედონიის მატჩი გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება

საქართველოს მთავრობის ვიცე-პერმიერის, მაია ცქიტიშვილის თქმით, საქართველო-მაკედონიის საფეხბურთო მატჩი სტადიონზე გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება. ამის შესახებ ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ UEFA განსაზღვრავს სტადიონზე გულშემტაკივრების დასწრების ლიმიტირებულ პროცენტს, მათივე რეკომენდაციით, ეს რაოდენობა უნდა განისაზღვროს ქვეყანაში არსებული ეპიდემოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე:

“დღეის მდგომარეობით საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ჩვენ მოგვიწევს ამ მატჩის ჩატარება გულშემატკივრების გარეშე და მოდით, ყველამ ერთად გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა და ჩვენს ფეხბურთელებს ვუგულშემატკივროთ სახლებიდან და ამით, მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი უარესად არ ითამაშებენ”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის 12 ნოემბერს თბილისში, დინამოს არენაზე გაიმართება. ამ მატჩში გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

უეფას ერთა ლიგის 2020/21 წლის გათამაშების მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს სომხეთის წინააღმდეგ ითმაშებს, 18 ნოემბერს კი ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და ესტონეთს შორის ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი