ახალი ამბები

ბანკებში ევროს ფასი 4 ლარს აღემატება, დოლარის – 3.4-ზე მეტია

5 ნოემბერი, 2020 • 1304
ბანკებში ევროს ფასი 4 ლარს აღემატება, დოლარის – 3.4-ზე მეტია

ორდღიანი თითქმის 10-თეთრიანი გაუფასურების შემდეგ, დღეს, 11:50 საათისთვის Bloomberg-ზე ერთი აშშ დოლარი 3.40 ლარად ივაჭრება. სავალუტო ვაჭრობის შედეგებს საქართველოს ეროვნული ბანკი 17:00 საათისთვის გამოაქვეყნებს, რაც შემდეგი დღის ოფიციალური გაცვლითი კურსი იქნება.

დღევანდელი ოფიციალური გაცვლითი კურსით ერთ აშშ დოლარი 3.34 ლარი, ერთი ევრო კი  3.90 ლარი ღირს. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2 ნოემბერს საერთაშორისო რეზერვებიდან 60 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, ჯერჯერობით ეს არის სებ-ის ერთადერთი ინტერვენცია ნოემბერში. საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად ყიდდა დოლარს ოქტომბერში, 6 ინტერვენციით სებ-მა 200 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

დოლარს უფრო ძვირად ყიდიან კომერციული ბანკები. საქართველოს ბანკში ერთ აშშ დოლარი 3.44 ლარი ღირს, ერთი ევროს ფასი 4.04 ლარია. 3.46 ლარად ყიდის დოლარს თიბისი ბანკი, ხოლო ევროს- 4.06 ლარად. 3.48 ლარად ყიდის დოლარს “პროკრედიტ ბანკი”,  ხოლო ევროს- 4.07ლარად.

მასალების გადაბეჭდვის წესი