ახალი ამბები

აქცია წყალტუბოს საოლქო კომისიასთან

4 ნოემბერი, 2020 • 1003
აქცია წყალტუბოს საოლქო კომისიასთან

წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი მხარდამჭერები აქციას მართავენ. საოლქო კომისიაში საჩივრები უნდა განიხილონ, შენობასთან კი პოლიციაა მობილიზებული.

როგორც ნანუკა ჟორჟოლიანმა “მთავარ არხს” უთხრა, საოლქო კომისიის სხდომაზე დასწრებას აპირებს და როდესაც სხდომა დაიწყება, თუ შესვლაზე უარს ეტყვიან, ითხოვს, რომ დაუსახელონ კანონი, რომლის მიხედვითაც ამ უფლებას შეუზღუდავენ.

ჟორჟოლიანის თქმით, მას კითხვები აქვს წყალტუბოს საოლქო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ნიჟარაძესთან. ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ამ დრომდე  საოლქო კომისიას მისი წარმომადგენლების მიერ დაწერილი არცერთი საჩივარი არ დაუკმაყოფილებია.

ნანუკა ჟორჟოლიანი “ენმ-ძალა ერთობაშიას” მაჟორიტარობის კანდიდატად  ვანი-სამტრედია-ხონი-წყალტუბოს ოლქში იყრიდა კენჭს. ცესკოს პირველადი მონაცემით, ჟორჟოლიანი პირველივე ტურში დამარცხდა თავის კონკურენტთან “ქართული ოცნებიდან” გივი ჭიჭინაძესთან. ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბებულია და მის შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი