ახალი ამბები

ვიმედოვნებთ, ყველა პარტია იქნება მე-10 მოწვევის პარლამენტში – კობახიძე

4 ნოემბერი, 2020 • 772
ვიმედოვნებთ, ყველა პარტია იქნება მე-10 მოწვევის პარლამენტში – კობახიძე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის თქმით, პარტიამ იმედი გამოთქვა, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში ყველა პოლიტიკური პარტია შევა.

დღეს მმართველ გუნდს ჰქონდა შეხვედრა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან. კობახიძის თქმით, შეხვედრაზე ეუთო/ოდირმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ არჩევნების დროს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დაცული იყო.

„ჩვენ მათ მივაწოდეთ ასევე ინფორმაცია იმ პროცესების შესახებ, რაც წარიმართება საარჩევნო ადმინისტრაციაში ოქმების დაზუსტებასთან დაკავშირებით და ვთქვით, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართება. ასევე, გავუზიარეთ ჩვენი მოსაზრებები პარტიების პოზიციასთან დაკავშირებით, ჩვენ გამოვთქვით იმედი, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, საბოლოო ჯამში, იქნება წარმოდგენილი მე-10 მოწვევის პარლამენტში “, – ამბობს კობახიძე.

პირველ ნოემბერს ეუთო/ოდირმა სპეციალური პრესკონფერენცია გამართა, სადაც თქვა, რომ საქართველოში არჩევნები იყო კონკურენტული, ხოლო ადამიანების ძირითადი თავისუფლება – დაცული. თუმცა, არსებობდა ხარვეზებიც. ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და უარს ამბობს საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე.

უბნებთან შევამჩინეთ კოორდინატორები, რაც დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა – ODIHR

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.