ახალი ამბები

ოჯახის ცნობით, ქუთაისში კორონავირუსით 26 წლის პაციენტი გარდაიცვალა

3 ნოემბერი, 2020 • 1391
ოჯახის ცნობით, ქუთაისში კორონავირუსით 26 წლის პაციენტი გარდაიცვალა

ქუთაისში კორონავირუსით 26 წლის პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას “მთავარი არხი” და რუსთავი 2 გარდაცვლილის ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებენ. შემთხვევა პირველ ნოემბერს მოხდა.

ოჯახის ინფორმაციით, პაციენტი საავადმყოფოში დაგვიანებით გადაიყვანეს. “მთავარი არხი” ოჯახზე დაყრდნობით ამბობს, რომ 112-ზე რამდენჯერმე დარეკეს, თუმცა უთხრეს, რომ ადგილების არქონის გამო, პაციენტს ვერ გადაიყვანდნენ.

“საავადმყოფოში სიმწრით მიიღეს, ვისთან არ დავრეკეთ, ადგილი არ ჰქონდათ. ყველაფერი გავუკეთეთ… გადასხმა გავუკეთეთ, ერთ საათში დამძიმდა. ერთი საათი ვრეკავდით ყველგან, ადგილი არ იყო. ექიმს არ ვადანაშაულებ, მე ვადანაშაულებ ამ მთავრობას”, — აცხადებს “მთავარ არხთან” გარდაცვლილის დედა.

ოჯახის განცხადებით, პაციენტს კორონავირუსის ტესტზე პასუხი გარდაცვალების შემდეგ მოუვიდა.

ინფორმაციის გადამოწმება ნეტგაზეთმა იმერეთის NCDC-ის ხელმძღვანელთან, გოჩა გიორგაძესთან სცადა, რომელმაც გვითხრა, რომ აღნიშნულზე ინფორმაცია არ აქვს. დეტალების გასარკვევად ასევე დავუკაშვირდით იმ კლინიკასაც, სადაც პაციენტი გარდაიცვალა, თუმცა კომენტარი არც მათ გააკეთეს.

რაც შეეხება სასწრაფო დახმარების ცენტრს, განგვიცხადეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს გაავრცელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი