ახალი ამბები

“დანდობა არ იქნება” – “პატრიოტთა ალიანსი” აქციებს იწყებს

3 ნოემბერი, 2020 • 1826
“დანდობა არ იქნება” – “პატრიოტთა ალიანსი” აქციებს იწყებს

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ ცნობს, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს და უწყვეტ საპროტესტო აქციებს აანონსებს.

განცხადება ამის შესახებ გააკეთეს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებმა – ირმა ინაშვილმა და დავით თახრან-მოურავმა .

“ჩვენ ვიწყებთ საპროტესტო კამპანიას. ეს იქნება უწყვეტი, ფართომასშტაბური საპროტესტო აქციები, ვიდრე ხელისუფლება არ დანიშნავს ხელახალ არჩევნებს. მინდა ვუთხრა ყველას და პირველ რიგში, “ქართულ ოცნებას”, რომ ამ გზაზე არ იქნება არავითარი დანდობა”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

“პატრიოტთა ალიანსი” 7 ნოემბერს, 17:00 საათზე თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.

“პატრიოტთა ალიანსი” აცხადებს, რომ დამოუკიდებლად მოქმედებს და ბოიკოტის შესახებ დანარჩენი ოპოზიციის შეთანხმებაზე ხელმოწერას საჭიროდ არ მიიჩნევს და არ უერთდება ოპოზიციის მიერ 8 ნოემბერს დაანონსებულ აქციას.

 

ბოიკოტი – ოპოზიციამ ერთობლივი შეთანხმება გააფორმა

მასალების გადაბეჭდვის წესი