მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1943 შემთხვევა თბილისსა რეგიონებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი – 650
  • აჭარა – 506
  • იმერეთი – 324,
  • ქვემო ქართლი – 46
  • შიდა ქართლი- 100
  • გურია – 47
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 200
  • კახეთი – 23
  • მცხეთა-მთიანეთი – 39
  • სამცხე-ჯავახეთი – 4
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთი – 4

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 501. 4 253 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,  თბილისის საავადმყოფოებში – 2 092, აჭარაში – 699. მძიმე პაციენტი გვყავს 589, მათ შორის, თბილისში – 299, აჭარაში – 90.

აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 281 პირი – მათ შორის, თბილისში – 163, აჭარაში – 77. 2 264 ადამიანი  არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 074 – აჭარაში, ხოლო 846 – თბილისში. 8 984 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინო სივრცეში გვყავს 3 080 პირი, მათ შორის, თბილისში – 621, აჭარაში-1 412.