ახალი ამბები

1943 ახალი შემთხვევა და 20 გარდაცვლილი – 3 ნოემბერი

3 ნოემბერი, 2020 • 1046
1943 ახალი შემთხვევა და 20 გარდაცვლილი – 3 ნოემბერი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 943ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 20 პაციენტი. ამის შესახებ მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გარდაცლილი 20 პაციენტიდან  თბილისში  გარდაიცვალა 7 ადამიანი,  აჭარაში – 5, იმერეთში – 6, შიდა ქართლში – 1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 1 ადამიანი.

მათივე მონაცემებით, გამოჯანმრთელდა კიდევ 1 833 ადამიანი.

სულ საქართველოში კორონავირუსის 44 522 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 28 633 გამოჯანმრთელდა, ხოლო 362 გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 501. 4 253 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,  თბილისის საავადმყოფოებში – 2 092, აჭარაში – 699. მძიმე პაციენტი გვყავს 589, მათ შორის, თბილისში – 299, აჭარაში – 90. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 281 პირი – მათ შორის, თბილისში – 163, აჭარაში – 77. 2 264 ადამიანი  არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 074 – აჭარაში, ხოლო 846 – თბილისში. 8 984 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინო სივრცეში გვყავს 3 080 პირი, მათ შორის, თბილისში – 621, აჭარაში-1 412.

მასალების გადაბეჭდვის წესი