ახალი ამბები

სებ-მა $60 მლნ გაყიდა, თუმცა ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

2 ნოემბერი, 2020 •
სებ-მა $60 მლნ გაყიდა, თუმცა ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

დღეს, 2 ნოემბერს, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. ბაზრისთვის დოლარის მიწოდების მიუხედავად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან 1.11 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 3.24 ლარი გახდა. ლარი გაუფასურდა ევროსთან 0. 29 თეთრით, შედეგად, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.77 ლარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი