ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღში ინტენსიური ბრძოლა გრძელდება

2 ნოემბერი, 2020 • 830
ყარაბაღში ინტენსიური ბრძოლა გრძელდება

აზერბაიჯანული და სომხური მხარეების ცნობით, მთიან ყარაბაღში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.

სომხური მხარის ცნობით, მოწინააღმდეგე მხარემ სარაკეტო-საარტილერიო დარტყმები მშვიდობიან დასახლებებშიც განახორციელა.

მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით სომხეთის მიერ გახსნილ ცეცხლზე მიუთითებს აზერბაიჯანიც. ბაქოს ცნობით, ჭურვის ჩამოვარდნამ აგდამის რაიონში ერთ-ერთი სოფლის სკოლა, მუზეუმის შენობა და საცხოვრებელი სახლები დააზიანა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული საბრძოლო მოქმედებები დღემდე სხვადასხვა ინტენსივობით გრძელდება. უცნობია ორივე მხარეს გარდაცვილთა რაოდენობა. სხვადასხვა დაუზუსტებელი ინფორმაციით, 27 სექტემბრის შემდეგ საბრძოლო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე ათასი ადამიანი დაიღუპა. მხარეებმა ამავე დროის განმავლობაში დადებული სამივე ჰუმანიტარული საზავო შეთანხმება დაარღვიეს.

ამ დროის განმავლობაში აზერბაიჯანმა მოახერხა აეღო დასახლებები მარტუნის, ფუზულის, ჯაბრაილის, გუბადლის, ზანგელანის რაიონებში, ასევე ქალაქი ჰადრუთი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი