ახალი ამბები

ოცნება – 48.15%, ნაციონალურ მოძრაობა – 27.13% — ცესკომ უბნების 99.9% დაითვალა

1 ნოემბერი, 2020 • 1212
ოცნება – 48.15%, ნაციონალურ მოძრაობა – 27.13% — ცესკომ უბნების 99.9% დაითვალა

ცესკოს  წინასწარი მონაცემებით, 20:20 საათის მდგომარეობით,  “ქართულ ოცნებას” ხმების 48.15% აქვს მიღებული, “ნაციონალურ მოძრაობას” – 27.13%.

ცესკოს ინფორმაციით, დათვლილია საარჩევნო უბნების 99.9% (3 847 საარჩევნო უბნიდან 3  843 უბანი).  წინასწარი შედეგებით, დანარჩენ პარტიებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

  • ევროპული საქართველო — 3.78%
  • ლელო — 3.16%
  • პატრიოტთა ალიანსი — 3.15%
  • სტრატეგია აღმაშენებელი — 3.15%
  • გირჩი — 2.89%
  • ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები — 1.33%
  • ლეიბორისტული პარტია — 1%

ცესკოს მონაცემებით, დანარჩენმა პარტიებს ხმების 1%-ზე ნაკლები აქვთ მიღებული.

ამ დროის მონაცემებით, 14 ოლქში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატებმა პირველივე ტურში გაიმარჯვეს, 16 ოლქში კი მეორე ტური უნდა შედგეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი