ახალი ამბები

მეორე ტურში ჯაფარიძე გადავიდა – ცესკოს წინასწარი შედეგები

1 ნოემბერი, 2020 • 1901
მეორე ტურში ჯაფარიძე გადავიდა – ცესკოს წინასწარი შედეგები

ცესკოს წინასწარი მონაცემების თანახმად, დიდუბის მაჟორიტარულ ოლქში გადავიდნენ “ქართული ოცნების” კანდიდატი გიორგი ვოლსკი და “გირჩის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე.

ცესკოს მონაცემების თანახმად, დიდუბეში ყველა უბნის დათვლის შემდეგ [სულ 104 უბანი] გიორგი ვოლსკიმ ხმების 42.76% აიღო, რაც ნიშნავს, რომ უბანზე მეორე ტური უნდა გაიმართოს.

რაც შეეხება, ანა დოლიძეს, მას ხმა მისცა ამომრჩეველთა 20.99%-მა [ 14 438], ხოლო „გირჩის“ კანდიდატს, ზურაბ ჯაფარიძეს – 21.09%-მა [14 529]. .

განახლება: თავდაპირველად ეწერა, რომ ზურა ჯაფარიძეს ანა დოლიძემ გაუსწრო 9 ხმით და მეორე ტურში ის გადავიდა. ამ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, ცესკომ მონაცემები გაანახლა. ახალი მონაცემების თანახმად, მეორე ტურში გიორგი ვოლსკის ოპონენტი ზურაბ ჯაფარიძე იქნება. როგორც ზურა ჯაფარიძე წერს, მონაცემების განახლების მიზეზი გახდა შეცდომით შევსებული ოქმი, სადაც 126-ის ნაცვლად 26 ხმა ეწერა. მისი თქმით, ცესკომ სწორედ ეს შეცდომა გამოასწორა.

ცესკოს განახლებული მონაცემებით, II ტურში ჯაფარიძე გადავიდა

მასალების გადაბეჭდვის წესი