ახალი ამბები

იმედია, ოპოზიცია უარს იტყვის ამ მანდატებზე – ჟორჟოლიანი

1 ნოემბერი, 2020 • 659
იმედია, ოპოზიცია უარს იტყვის ამ მანდატებზე – ჟორჟოლიანი

წყალტობუსოს, ხონის, ვანისა და სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი “გაერთიანებული ოპოზიციიდან” ნანუკა ჟორჟოლიანი იმედოვნებს, რომ ოპოზიცია საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის. ჟორჟოლიანი დარწმუნებულია, რომ სხვადასხვა ხერხის გამოყენებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.

“დავანებოთ თავი ეგზიტპოლს და იმას, თუ რას ბოდავს თამარ ჟვანია. მოდი, ვნახოთ ფაქტები, ძალიან კარგია, რომ ყველა ოქმის ასლი ინახება. მაგალითად, ჩვენ გვაქვს ასლი, სადაც წერია, რომ 18 ხმა აქვს “ქართულ ოცნებას”, თუმცა ცესკოს აქვს ატვირთული იგივე ოქმის რაღაც გაურკვევლობა, სადაც წერია, რომ “ქართულ ოცნებას” 48 ხმა აქვს. ოროსნები ორიანს ხუთიანად რომ აკეთებდნენ სკოლაში, ხომ გახსოვთ?! ასე აკეთებდნენ კალმით ციფრებს. შევარდნაძესაც არ უკადრეებია ასეთი რამ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია უარს იტყვის ამ მანდატებზე, რომელიც მიიღეს… არ ვიცი, რომელიც გადმოუგდეს”,-აცხადებს ჟორჟოლიანი.

3 847 უბნიდან დათვლილი 2 252 უბნის წინასწარი მონაცემების მიხედვით, “ქართული ოცნება” – 49.32%, “ენმ-ძალა ერთობაშია” – 25.94 %, “ევროპული საქართველო” – 3.77%.  არჩევნების შედეგის გასაპროტესტებლად დღეს ოპოზიციის წარმომადგენლები აქციის გამართვას გეგმავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი