“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, “ქართულმა ოცნებამ” კი პარტიულ ოფისთან, ერეკლე II-ს მოედანზე სცენები დაამონტაჟა.
“ნაციონალური მოძრაობა” მხარდამჭერებს პარლამენტთან 19:00 საათიდან ელოდება. როგორც პარტიაში აცხადებენ, ისინი გეგმავენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგებს მხარდამჭერებთან ერთად დააკვირდნენ.
“ქართული ოცნება” კი მხარდამჭერებს ერეკლე II-ს მოედანზე ელოდება, სადაც უკვე დამონტაჟებულია სცენა და მონიტორი.