ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათისათვის საარჩევნო უბნებზე 1 607 530 ამომრჩეველი გამოცხადა და მიიღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში, რაც საერთო რაოდენობის 45. 77%-ია და მეტია 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებზე 17:00 საათისთვის დაფიქსირებულ აქტივობაზე — 42,05%.
ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა — 57.3% რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ოლქში ფიქსირდება, ყველაზე დაბალი, ქვემო ქართლში — 41.9%.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი უკვე 10 საათია მიმდინარეობს, ხმის მიცემის პროცესის დასრულებამდე 2 საათი დარჩა.