ახალი ამბები

სპეცრაზმის აღჭურვილობა და მობილიზებული პოლიციელები მარნეულში

31 ოქტომბერი, 2020 • 1661
სპეცრაზმის აღჭურვილობა და მობილიზებული პოლიციელები მარნეულში

მარნეულის ცენტრში, პოლიციის შენობასა და საოლქო საარჩევნო კომისიასთან მობილიზებულია ყვითელი ავტობუსი, მიკორავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანები, რომლებშიც პოლიციელები იმყოფებიან. ამასთან, ამავე ტექნიკაში განთავსებულია პოლიციის სპეცრაზმის აღჭურვილობა, მათ შორის ფარები და ჩაფხუტები.

ეს ყველაფერი პოლიციის შენობის უკან დგას. შსს-ში ნეტგაზეთთან ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ  გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვთაც, “რამდენიმე მედიასაშუალების მიერ ყურადღება იქნა გამახვილებული ცალკეულ რეგიონებში საპოლიციო ძალების და ტექნიკის მობილიზებაზე. აღნიშნულის შესახებ ჩვენ გუშინაც გავავრცელეთ განცხადება და ინფორმაცია მივაწოდეთ როგორც საზოგადოებას, ასევე, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს”.

“კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია ქვეყანაში უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაზე. ვაგრძელებთ აქტიურ მოქმედებებს – საპოლიციო ძალების გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება”, – განაცხადეს შსს-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი