ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“რუსეთი სომხეთს დაეხმარება, თუ ბრძოლა სომხეთში გადაინაცვლებს” – მოსკოვი

31 ოქტომბერი, 2020 • 1453
“რუსეთი სომხეთს დაეხმარება, თუ ბრძოლა სომხეთში გადაინაცვლებს” – მოსკოვი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისადმი თხოვნასთან დაკავშირებით, დაიწყოს კონსულტაციები სომხეთის დახმარების სახისა და მოცულობის შესახებ, განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში განმარტებულია ის გარემოება, რა შემთხვევაშიც მოსკოვი ერევანს სამხედრო კუთხით დაეხმარება.

განცხადების შესაბამისად, სომხეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი სამოკავშირეო ვალდებებულებებისა და შეთანხმებების ფარგლებში, მხარეებს ერთმანეთის დახმარება სამხედრო თვალსაზრისით იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუკი შეიარაღებული აგრესია უშუალოდ რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე ხორციელდება.

ამასთან, რუსეთის საგარეო მხარეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი და მშვიდობის მისაღწევად მოლაპარაკებებს დაუბრუნდნენ.

მთიან ყარაბაღში სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის ომი უკვე ერთ თვეზე მეტია [27 სექტემბრიდან] მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში აზერბაიჯანმა მოახერხა აეღო დასახლებები მარტუნის, ფუზულის, ჯაბრაილის, გუბადლის, ზანგელანის რაიონებში, ასევე ქალაქი ჰადრუთი.

მხარეებს შორის შედგა სამი ჰუმანიტარული ზავი, ორჯერ რუსეთის, ერთხელ კი აშშ-ის შუამავლობით, თუმცა სამივე შემთხვევაში, შეთანხმებების ძალაში შესვლიდან მალევე, მხარეებმა განაცხადეს, რომ მოწინააღმდეგე არღვევდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანმა მოსახლეობას მოხალისეთა ჯგუფების შექმნისა და ომში მონაწილეობისაკენ მოუწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი