ახალი ამბები

ამ არჩევნებზე ძალადობის და დაშინების ადგილი არ არის — კელი დეგნანი

31 ოქტომბერი, 2020 • 1249
ამ არჩევნებზე ძალადობის და დაშინების ადგილი არ არის — კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ ამ არჩევნებზე ძალადობის და დაშინების ადგილი არ არის. ამის შესახებ მან დღეს, 31 ოქტომბერს, ცესკოში ყოფნისას განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებს საელჩოს 75 თანამშრომელი დააკვირდება. როგორც დეგნანმა აღნიშნა,  მთავარია მშვიდი ატმოსფერო და თავისუფალი არჩევანი ხალხისთვის.

მან ამომრჩეველს ქართულ ენაზე მოუწოდა, რომ არჩევნებზე მივიდნენ და თავიანთი არჩევანი პანდემიის გამო არსებული წესების დაცვით დააფიქსირონ.

“დღეს მე ვიყავი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელმაც ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა არჩევნების ადმინისტრირების და ორგანიზების კუთხით.  განსაკუთრებით იმ გამოწვევების ფონზე, რასაც ქმნის პანდემია. მათ გააკეთეს ყველაფერი, მიიღეს ყველანიარი ზომა, რათა თითოეულმა მოქალაქემ მისცეს ხმა უსაფრთხოდ. ყველამ უნდა დააფასოს ის მართლაც მნიშვნელოვანი სამუშაო, რაც შეასრულა ცესკომ ამ კუთხით.

ჩვენ დავაკვირდებით არჩევნების პროცესს, საელჩოდან გვყავს 75 თანამშრომელი, რომელიც სხვადასხვა უბნებზე დააკვირდებიან საარჩევნო პროცესებს და მსურს აღვნიშნო, რომ ძალადობის და დაშინების ადგილი ამ არჩევნებზე არ არის. რა თქმა უნდა, ასეთ შეთხვევებს ყურადღებით დავაკვირდებით. გთხოვთ, ატაროთ ნიღბები, დაიცვათ სოციალური დისტანცია და ყველას გთხოვთ, მიხვიდეთ არჩევნებზე და მისცეთ ხმა”, — განაცხადა დეგნანმა.

დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი