ახალი ამბები

ციფრებს ვუყურებ… ‘ოცნება” დამთავრდა – სააკაშვილი

31 ოქტომბერი, 2020 • 1516
ციფრებს ვუყურებ… ‘ოცნება” დამთავრდა – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და”გაერთიანებული ოპოზციის” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხელ სააკაშვილი არჩევნების დღეს მიმართვას ავრცელებს.

როგორც სააკაშვილი ამბობს, “ქართული ოცნება დამთავრდა” და ახლა მნიშვნელოვანია ყველა ამომრჩეველი არჩევნებზე წავიდეს. სააკაშვილის თქმითვე, საარჩევნო პროცესი კარგად მიდის და მხარდამჭერებს მოუწოდებს, “ბოლომდე მიაწვნენ”.

“ახლა ციფრებს ვუყურებ, მომდის საარჩევნო უბნებიდან ბიულეტენები, სხვადასხვა ეგზიტპოლები და მინდა გამოგიცხადოთ, რომ “ოცნება”/ივანიშვილი დამთავრდა. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ყველანი [წავიდეთ] საარჩევნო უბნებზე. ასევე მნიშვნელოვანია, ციფრები იყოს მაქსიმალურად ნაკლები მათთვის და მეტი- ოპოზიციისთვის. ყველაფერი კარგად მიდის, მიაწექით ბოლომდე! ძალიან მაგრად მიდის საარჩევნო პროცესი და მიაწექით ბოლომდე. ბოლომდე ჩამოშლილია სუსიც, მათი სტრუქტურებიც და ახლა რაღაცას გაიძულებენ, ეს არაფერს ნიშნავს. ბოლომდე მიაწექით! მოგებული გვაქვს ეს არჩევნები ქართველ ხალხს”, – აცხადებს სააკაშვილი.

საარჩევნო ეგზიტპოლის შედეგები 20 საათზე გახდება ცნობილი. “ქართული ოცნების” ლიდერები აცხადებენ, რომ მათ ხელთ არსებული შედეგებით არჩევნებს ისინი იგებენ. მთავრობის ფორმირებისთვის 76 მანდატია საჭირო. 30 მანდატი მაჟორიტარული წესით ნაწილდება, ხოლო 120 – პროპორციულით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი