თურქეთის დასავლეთ ნაწილში, იზმირის პროვინციაში, ძლიერ მიწისძვრას ნგრევა  მოჰყვა. მისისძვირს ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, 16.5 კილომეტრის სიღმრეში დაფიქსირდა. მიწისძვრის ბიძგები 15 წამს გაგრძელდა და თურქეთის დასავლეთით რამდენიმე პროვინციაში იგრძნობოდა.

თურქეთის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 6.6 მაგნიტუდა იყო, აშშ-ის გეოლოგიური კვლევების ცენტრის ცნობით კი, ბიძგების სიმძლავრემ ეპიცენტრში 7.0 მაგნიტუდას მიაღწია. 6.9 მაგნიტუდა დააფიქსირა ევროპა-ხმელთაშუაზღვისპირეთის სეისმური მონიტორინგის ცენტრმა.

დაღუპულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. თუმცა, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 6 საცხოვრებელი სახლი დაინგრა. ეს არის პირველადი მონაცემები. სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმაციით, ნგრევის მასშტაბი შეიძლება გაცილებით დიდი იყოს.

ტვიტერისა და ადგილობრივი მედიასაშუალებებით ვრცელდება ნგრევის ამსახველი არაერთი ვიდეომასალა, სადაც ჩანს, როგორ ინგრევა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები.


როგორც ნეტგაზეთს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჯერჯერობით თურქეთში საქართველოს საკონსულოში საქართველოს მოქალაქეებზე ინფორმაცი არ შესულა.

მთავარი ფოტო: მიწისძვრა თურქეთში. ფოტო: GETTY