ახალი ამბები

კარგი ამინდია და ეს მოქმედებს — გამყრელიძე ინფიცირების შემთხვევების კლებაზე

30 ოქტომბერი, 2020 •
კარგი ამინდია და ეს მოქმედებს — გამყრელიძე ინფიცირების შემთხვევების კლებაზე

დაავადებათა კონრტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ბოლო დღეებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა კლება შესაძლოა კარგი ამინდითაც იყოს გამოწვეული.

ამის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომელიც ინფიცირების შემთხვევათა კლების მიზეზს შეეხებოდა.

“შეიძლება სტაბილიზაციის პირველი ნიშანი იყოს, მაგრამ მაინც შესაძლებელია ზრდა იყოს. კარგი ამინდია და ეს მოქმედებს, თბილა ჯერჯერობით და ქვეყანაში პირბადის ტარების კულტურა გაიზარდა, მაგრამ არასაკმარისია”, — განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის გაზომვათა ინსტიტუტმა საქართველოსთვის გათვლა გააკეთა, რომ 55%-ზეა პირბადის გამოყენების მაჩვენებელი, ჩვენი სამიზნეა 95%.

“თუ ჩვენ ავედით 95%-ზე, ვნახავთ, რომ მართლა სერიოზულად განახევრდება და სერიოზულად დაიკლებს ინფიცირებულთა რაოდენობა”, — განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის შემთხვებების რეკორდულად მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა და დღიურმა მაჩვენებელი 1900-ს აჭარბებდა,  ბოლო სამი დღეა საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი იკლებს. დღეს კი ინფირიცირების რიცხვი 1700-ს ჩამოსცილდა და 1696 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი