ნეტგაზეთი | სექტემბერში ეკონომიკა 0.7%-ით შემცირდა – წინასწარი მონაცემები სექტემბერში ეკონომიკა 0.7%-ით შემცირდა – წინასწარი მონაცემები – Netgazeti
RU | GE  

სექტემბერში ეკონომიკა 0.7%-ით შემცირდა – წინასწარი მონაცემები

საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბერში მთლიანი შიდა პროდუქტი 2019 წლის სექტემბერთან შედარებით 0.7%-ით შემცირდა, ხოლო 2020 წლის ცხრა თვეში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 5%-ით არის შემცირებული.

2020 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლება დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: ტრანსპორტი და დასაწყობება, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფა და საკვების მიწოდება, გართობა და დასვენება, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია.
ზრდის ტენდენცია გამოვლინდა დამამუშავებელი მრეწველობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ვაჭრობის და საფინანსო საქმიანობის სექტორებში. მიმდინარე წლის ცხრა თვეში ექსპორტი 12.1%-ით არის შემცირებული, ხოლო იმპორტი- თითქმის 16%-ით.  საქსტატის თანახმად, 2020 წლის სექტემბერში სულ 3 919 საწარმო დარეგისტრირდა, რაც 2.4%-ით ნაკლებია 2019 წლის სექტემბრის მაჩვენებელზე. სექტემბერში 3.2%-ით არის გაზრდილი დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა და ის 7 მილიარდ ლარს აღემატება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.