ახალი ამბები

დამატებით თუკი რაიმე მოტივაცია გვჭირდებოდა, ეს არის კობახიძის განცხადება — მელია

29 ოქტომბერი, 2020 • 780
დამატებით თუკი რაიმე მოტივაცია გვჭირდებოდა, ეს არის კობახიძის განცხადება — მელია

“ნაციონალური მოძრაობისა” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას უპასუხა, სადაც პოლიტიკიდან წასვლას აანონსებს იმ შემთხვევაში, თუ გლდანში, სამგორსა და თელავში “ქართული ოცნების” ერთი კანდიდატი მაინც დამარცხდება.

“დამატებით თუკი რაიმე მოტივაცია გვჭირდებოდა, ეს არის, რაც კობახიძემ ბრძანა, ერთმა მაჟორიტარმა მაინც თუ მოიგო ოპოზიციიდან, მათ შორის გლდანში, თელავსა და სამგორში, მე პოლიტიკიდან წავალო. ძალიან უმტკივნეულოდ ამ კაცს 31 ოქტომბერს მოვთხოვოთ პოლიტიკიდან წასვლა”, – განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატები გაიმარჯვებენ არა მხოლოდ აღნიშნულ ოლქებში, არამედ სხვაგანაც.

“ხაბეიშვილიც მოიგებს, ბოტკოველიც მოიგებს, გლდანიც მოიგებს, ისანიც, რუსთავიც, ზუგდიდიც, ქუთაისიც, ბათუმი და თქვენ წახვალთ [ქართული ოცნება] და მოვა ქართველი ხალხი.”

თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაერთიანებული ოპოზიციის ბოლო წინასაარჩევნო აქცია იმართება, სადაც ბლოკში გაერთიანებული პარტიების ლიდერები მოსახლეობას მიმართავენ.

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, რომ თუ კობიაშვილი, სუბარი ან ქადაგიშვილი თავიანთ ოლქებში არჩევნებს ვერ მოიგებდნენ, ის პოლიტიკიდან წავიდოდა. იმ შემთხვევაში კი, თუ სამივე მათგანი მოიპოვებდა ამომრჩევლების ხმების უმრავლესობას, კობახიძემ ნიკა გვარამიას მოუწოდა წასულიყო მედიიდან და პოლიტიკიდან. მოგვიანებით კობახიძის განცხადებას შეუერთდა ქართული ოცნების კიდევ ერთი წევრი მამუკა მდინარაძეც.

მდინარაძის თქმით, “ნაციონალურ მოძროაბას” ჰყავს ბოტების ჯგუფი, რომელშიც ადამიანები ხელისუფლების წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციის გავრცელების დავალებებს იღებენ. მისი თქმით, სწორედ ამ ჯგუფის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ნიკა მელია გლდანში არჩევნებს პირვლივე ტურში, 61%-ით იგებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი