ახალი ამბები

2 ნოემბრიდან  გერმანიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომები მკაცრდება

28 ოქტომბერი, 2020 • 1735
2 ნოემბრიდან  გერმანიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომები მკაცრდება

2 ნოემბრიდან  გერმანიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომები მკაცრდება.

2 ნოემბრიდან ერთი თვით დაიხურება რესტორნები და ბარები, თეატრები და კინოთეატრები, სპორტული დარბაზები და საცურაო აუზები. ასევე გაუქმდება კონცერტები და სპორტული ღონისძიებები მაყურებლების დასწრების გარეშე გაიმართება. 2 ნოემბრიდან იკრძალება ორ ოჯახზე მეტის შეკრება, სადაც შეკრებილთა რიცხვი  10-ს არ უნდა აღემატებოდეს.

იზღუდება სასტუმროებში ღამის გათენება, გარდა აუცილებელი საქმიანი ვიზიტებისა. გერმანიის მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მოგზაურობისაგან, გარდა გადაუდებელი საჭიროებისა.

ამასთან, სკოლები და დღის ცენტრები ღია დარჩება, ისევე როგორც მაღაზიები, მანამ, სანამ ისინი დაიცავენ სოციალური დისტანცირებისა და ჰიგიენის წესებს. ასევე შესაძლებელი იქნება რელიგიური ღვთისმსახურებების ჩატარება.

როგორც გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, ეპიდვითარება ძალიან სერიოზულია და “ახლავე მოქმედებაა” საჭირო.

“ჩვენს ჯანმრთელობას დღეს შეუძლია გაუმკლავდეს ამ გამოწვევას, მაგრამ თუ ინფექცია ამ სიჩქარით გავრცელდება,  ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობების ზღვარზე რამდენიმე კვირაში მივალთ”, — განაცხადა მერკელმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი