ახალი ამბები

არჩევნები ჩარევისა და ინციდენტების გარეშე უნდა ჩატარდეს — კინზინგერი

28 ოქტომბერი, 2020 • 831
არჩევნები ჩარევისა და ინციდენტების გარეშე უნდა ჩატარდეს — კინზინგერი

აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათამვჯდომარე ადამ კინზინგერი საქართველოში შაბათს, 31 ოქტომბერს გასამართ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება და ამბობს, რომ არჩევნები ჩარევისა და ინციდენტების გარეშე უნდა ჩატარდეს.

როგორც “ამერიკის ხმა”  წერს, აღნიშნული განცხადება კინზინგერმა მათი შეკითხვის პასუხად გააკეთა, რომელიც არსებული გამოწვევების და ლიმიტირებული სადამკვირვებლო მისიების პირობებში, არჩევნების დღის მშვიდობიან გარეშემო ჩატარების მნიშვნელობას შეეხებოდა.

“ჩემი გულწრფელი იმედია, რომ ქართველ ხალხს შეეძლება სამართლიან და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესში მიიღოს მონაწილეობა ამ უქმეებზე, შედეგით, რომელიც მხოლოდ ქართველი ხალხის მიერ იქნება გადაწყვეტილი. ეს მათი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია და უნდა ჩატარდეს ჩარევისა და ინციდენტების გარეშე. როგორც წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ამ უქმეებზე თვალს მივადებნებ არჩევნების მიმდინარეობას და გავაგრძელებ აქტიური როლის თამაშს, რათა საქართველო დარჩეს შეერთებული შტატების მნიშვნელოვან პარტნიორად”, – აცხადებს კინზინგერი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი