ახალი ამბები

კობახიძე ენმ-ის „რევოლუციურ სცენარზე“ საუბრობს, ენმ-ში მას კრიტიკით პასუხობენ

28 ოქტომბერი, 2020 • 986
კობახიძე ენმ-ის „რევოლუციურ სცენარზე“ საუბრობს, ენმ-ში მას კრიტიკით პასუხობენ

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნოდ „პოლიტიკური პროცესების რევოლუციური სცენარით“ განვითარებას გეგმავს.

ირაკლი კობახიძემ დღეს, 28 ოქოტომბერს, გამართულ ბრიფინგზე, რომელიც ოპოზციის კრიტიკას მიუძღვნა, თქვა, რომ პარტიის ინფორმაციით, ენმ-ს აქვს შტაბები, რომლის ამოცანაა  „ მოქალაქეების პროვოცირება, ძალადობის წახალისება და პოლიტიკური პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარება“.

“ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს. “ნაციონალურ მოძრაობას”, გარდა ოფიციალური საარჩევნო შტაბისა, გახსნილი აქვს ე.წ. რევოლუციური შტაბი, კრიმინალ ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, რომლის ამოცანაც არის მოქალაქეების პროვოცირება, ძალადობის წახალისება და პოლიტიკური პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარება. ამ თვალსაზრისით, ისინი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ რამდენიმე რაიონზე – ესენია მარნეული, ბოლნისი, დმანისი, ბათუმი, ზუგდიდი და გლდანი”, – განაცხადა კობახიძემ.

მას ბრიფინგზე უფრო კონკრეტულად არ უსაბურია და არ დაუსახელებია, სად მდებარეობს ეს შტაბები.

ამ განცხადებას გამოეხმაურა ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე. მან ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ „ოცნების“ მმართველობის 8 წლის განმავლობაში მოქალაქეები მხოლოდ წარსულის კრიტიკასა და შიდაპარტიული შუღლის გაღვივებას ხედავდნენ.

მისივე თქმით, ენმ-ს შტაბები მართლაც აქვს, ოღონდ არა მოქალაქეებზე ძალადობისთვის, არამედ მათთან კომუნიკაციასა და მათი დახმარებისთვის.

„რაც შეეხება პროცენტებს, მათ დამოკიდებულებას. სულ მახსენდება საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, როდესაც ჩაატარეს კვლევა, ამ კვლევაში ივანიშვილის სასურველი შედეგი მიართვეს და შემდეგ, პირველ ტურში, ჩვენ ვიხილეთ, როგორი იყო ოპოზიციის გამარჯვება.

ამიტომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქეს ესმდოეს ერთი რამ – ეს არის გადამწყვეტი არჩევნები… მუდმივად ოპოზიციაზე საუბარი, წარსულზე საუბარი, შიდაპოლიტიკური ზიზღის გაღვევება – გადმოითარგმნა იმაში, რომ ხალხი „ოცნებას“ უარს ეუბნება“, – ამბობს დეკანოიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი