ახალი ამბები

ქუთაისში კორონავირუსი 1 თვის ბავშვმა დაამარცხა

28 ოქტომბერი, 2020 • 1178
ქუთაისში კორონავირუსი 1 თვის ბავშვმა დაამარცხა

ქუთაისში, კლინიკა “ლჯ და კომპანიაში” კორონავირუსი 1 თვის პაციენტმა დაამარცხა. შესაბამის ინფორმაციას და ფოტოს კლინიკა ავრცელებს მშობლების ნებართვით. მცირეწლოვანი დღეს გაეწერა კლინიკიდან.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ოფიციალური სტატისიტიკის თანახმად, რომელიც მთავრობის საიტზე – stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2197 პაციენტი.

სულ საქართველოში კორონავირუსის 33 858 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთა შორის გამოჯანმრთელდა 14 829, ხოლო გარდაიცვალა 253 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი