ახალი ამბები

პროკურატურა: ზუგდიდში პოლიციელის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

27 ოქტომბერი, 2020 • 968
პროკურატურა: ზუგდიდში პოლიციელის მიერ  მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პროკურატურის განცხადებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ  მოქალაქის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიების მიერ ამ ეტაპზე დადგენილია, რომ  27 ოქტომბერს ქალაქ ზუგდიდში გ.ს.-ს და  კ.გ.-ს შორის, რომელიც აღნიშნულ დროს არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ავტომანქანის შეკეთების თაობაზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიების მიერ ამ ეტაპისთვის დაზარალებულად ცნობილია და გამოკითხულია გ.ს. მიღებული დაზიანების ხარისხის განსაზღვრისათვის დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და  მიმდინარეობს თვითმხილველი მოწმეების გამოკითხვა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კი გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი