ახალი ამბები

ტიხანოვსკაია ბელარუსელ ხალხს ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამოსვლისკენ მოუწოდებს

26 ოქტომბერი, 2020 • 716
ტიხანოვსკაია ბელარუსელ ხალხს ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამოსვლისკენ მოუწოდებს

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების მთავარმა ოპოზიციონერმა კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მოსახლეობას საყოველთაო პროტესტისკენ მოუწოდა მანამ, სანამ ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო არ გადადგება. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

ტიხანოვსკაიას განცხადებით, რომელმაც ქვეყანა არჩევნების შემდეგ საკუთარი უსაფრთხოების გამო დატოვა, ხელისუფლებამ არ შეასრულა “ხალხის ულტიმატუმი”, რომლის ვადაც კვირას, 23:59 საათზე ამოიწურა, რის გამოც ბელარუსელი ხალხი ორშაბათიდან აქციებს იწყებს ოპოზიციის მოთხოვნების შესრულებამდე.

ვიასნას ადამიანის უფლებათა ცენტრის ცნობით, კვირას დემონსტრაციაში 200 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რაც ყველაზე დიდი რიცხვია აგვისტოში გამართული აქციების შემდეგ.

ტიხანოვსკაიას განცხადებით, “აქციების დარბევის შემდეგ ხელისუფლებამ აჩვენა, რომ მხოლოდ ძალადობაა, რაც გამოსდის.”


ბელარუსში საპროტესტო აქციები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ პერიოდულად იმართება. ოფიციალური მონაცემებით არჩევნებში გაიმარჯვა ქვეყნის მმართველმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ, ხოლო სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმათა მხოლოდ დაახლოებით 10% მიიღო. არჩევნების შემდეგ მან ქვეყანა დატოვა და ლიეტუვაში გადავიდა. სამშობლოში პოლიტიკოსის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით ძებნაა გამოცხადებული. ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა რუსეთმაც.

სვეტლანა ტიხანოვსკაია ბელარუსელი პოლიტიკოსის სერგეი ტიხანოვსკის მეუღლეა, რომელიც ამჟამად ციხეში იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი