ახალი ამბები

ქობულეთში ინკასატორის გაძარცვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს: შსს

24 ოქტომბერი, 2020 • 1203
ქობულეთში ინკასატორის გაძარცვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს: შსს

პოლიციამ ქობულეთში მომხდარი ინკასატორის გაძარცვის ფაქტი გახსნა და 1986 წელს დაბადებული პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ ქობულეთში, “საქართველოს ბანკის” სერვისცენტრის მიმდებარედ, თავს დაესხა შპს “დაირექტ დებიტ ჯორჯიას” ინკასატორს, რომელსაც ამავე კომპანიის კუთვნილი ფული – 55 000-მდე ლარი ძალადობის გამოყენებით გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა პირი ქობულეთშივე დააკავეს. მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკაც ჩატარდა, საიდანაც, განცხადებით თანახმად, ნაძარცვი თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება სსკ-ის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, პირს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი