ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პომპეო ყარაბაღის საკითხზე მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

24 ოქტომბერი, 2020 • 1103
პომპეო ყარაბაღის საკითხზე მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

აშშ-ს სახელმწიფო მინისტრი, მაიკ პომპეო სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შეხვედრების შემდეგ, მთიან -ყარაბაღში ძალადობის შეჩერებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის საჭიროებაზე საუბრობს.

განცხადებაში, რომელიც შეხვედრების შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მორგან ორტაგუსმა გაავრცელა, ასევე ხაზგასმულია, ეუთოს მინსკის ჯგუფის ეგიდით ჰელსინკის პრინციპების საფუძველზე მოლაპარაკებების დაწყების საჭიროება .

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი და მისი აზერბაიჯანელი კოლეგა ჯეიჰუნ ბაირამოვი ამერიკის სახელმწიფო მდივანს – მაიკ პომპეოს კონფლიქტის ზონაში მიმდინარე პროცესებზე სასაუბროდ ცალ-ცალკე შეხვდნენ.

27 სექტემბრიდან დღემდე, ყარბაღის კონფლიქტის ზონაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ორივე მხარეს დაღუპულთა რაოდენობა, დაუზუსტებელი ინფორმაციით, რამდენიმე ათასია, მათ შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეები.

მხარეებმა ომის განახლების შემდეგ რუსეთის შუამავლობით ორი ჰუმანიტარული ზავი დადეს, თუმცა ზავის გაფორმებიდან მალევე, ორივე მხარემ განაცხადა, რომ მოწინააღმდეგე ცეცხლის შეწყვეტის პირობებს არღვევდა. რამდენიმე დღის წინ მხარეებმა განაცხადეს, რომ მზად იყვნენ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაში ჩართულიყვნენ, თუმცა მოგვიანებით, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეუძლებელია კონფლიქტის დიპლომატიური გზებით მოგვარება და მოსახლეობას მოხალისეობრივი ფორმირებების შექმნისკენ მოუწოდა. თავის მხრივ, ილჰამ ალიევმა კონფლიქტის ზონაში ახალი დასახლებების აღებისა და ირანის საზღვარზე კონტროლის დამყარების შესახებ განაცხადა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი