ახალი ამბები

სააკაშვილი პოლიციელებს: ხელშეუხებლობის სრულ გარანტიას გაძლევთ

23 ოქტომბერი, 2020 • 1417
სააკაშვილი პოლიციელებს: ხელშეუხებლობის სრულ გარანტიას გაძლევთ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პოლიციელებს ხელშეუხებლობის სრულ გარანტიებს აძლევს და მათი პოლიტიკური ნიშნით დაყოფა არ მოხდება.

როგორც სააკაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა, ახლა პოლიცია მთლიანად დაკავებულია არჩევნებით, დადის სიებით, ურეკავს მოქალაქეებს და ა.შ.

“არ შემიძლია არ ვაღიარო, რომ დიდი გამბედაობა გამოიჩინა ზუგდიდის პოლიციის უფროსმა [ავთანდილ] გალდავამ. რა თქმა უნდა, ასეთი ხალხი საკმარისზე მეტია და მე მინდა ვუთხრა ყველა პოლიციელს: ხელშეუხებლობის სრულ გარანტიას გაძლევთ არჩევნების მერე. არავინ გავალდებულებთ და არ შეასრულოთ მათი უკანონო ბრძანებები. თქვენ არავინ შეგეხებათ და თუ რაღაც საოცრება არ ჩაიდინეთ ამ დღეებში, არავინ დაიწყებს იმის გარჩევას, წინა წლებში ვინ ვის მხარეს იყო. ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ყველანი ვემსახურებით საქართველოს და ყველა სამოქალაქო მოსამსახურეს, პოლიციელს უნდა ვუთხრათ, რომ თქვენი არჩევანის თავისუფლება არის დაცული. რამდენიც არ უნდა გითხრან, რომ გაგაკონტროლებენ, ვერ გაგაკონტროლებენ. ხელფასი გეძლევათ საქართველოს მოქალაქეების მიერ და ისინი მიეკუთვნებიან სხვადასხვა პარტიებს, ამიტომ ემსახურეთ საქართველოს მოქალაქეებს”, – განაცხადა სააკაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი საუბრობს, ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” დაყაჩაღებისას მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ის მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა და თავდამსხმელს სამ მძევალთან ერთად გაჰყვა.

მოსახლეობას დაუცველობის განცდა აქვს, ეს ყველაფერი ივანიშვილმა გააკეთა – სააკაშვილი ზუგდიდზე

მასალების გადაბეჭდვის წესი