ახალი ამბები

მთავრობა თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მცხოვრებლებს “მკაცრი რეკომენდაციით” მიმართავს

23 ოქტომბერი, 2020 • 739
მთავრობა თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მცხოვრებლებს “მკაცრი რეკომენდაციით” მიმართავს

საქართველოს მთავრობა 3 ქალაქის მოსახლეობას “მკაცრი რეკომენდაციით” მიმართავს, რომ პირბადე გარე სივრცეებში ატაროს. შესაბამის განცხადება დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ნათია მეზვრიშვილმა გააკეთა.

გარე სივრცეში იგულისხმება ქუჩა, სკვერი და ა.შ.

რაც შეეხება 3 ქალაქს, რომელსაც ეს რეკომენდაცია ეხება, საუბარია თბილისზე, ქუთაისსა და ბათუმზე. მისივე თქმით, განსაკუთრებით სასურველია პირბადის ტარება ისეთ გარე სივრცეში, სადაც დისტანციის დაცვა რთულია, მაგალითად, ავტობუსის გაჩერებაზე.

მეზვრიშვილის განცხადებით, ეს საკითხი გაკონტროლდება შსს-ს წარმომადგენლებისა და შრომის ინსპექციის მხრიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი