ახალი ამბები

ზუგდიდში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

23 ოქტომბერი, 2020 • 750
ზუგდიდში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

ზუგდიდში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

უწყების ცნობითვე, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შემთხვევა დღეს, 23 ოქტომბერს, გამთენიისას მოხდა. შსს-ში არ ამბობენ, რომელი კომპანიის ბენზინგასამართი სადგურია დაყაჩაღებული. არსებული ინფორმაციით, 2000 ლარამდე თანხაა წაღებული.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, მძარცველმა, სანამ ბენზინგასამართ სადგურს დააყაჩაღებდა, მანამდე სხვა მონქანა გაიტაცა, შემდეგ კი ეს მანქანა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი