ახალი ამბები

ლარი დოლართან 0.93 თეთრით გამყარდა, სებ-მა აუქციონზე $40 მლნ გაყიდა

22 ოქტომბერი, 2020 • 728
ლარი დოლართან 0.93 თეთრით გამყარდა, სებ-მა აუქციონზე $40 მლნ გაყიდა

დღევანდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან 0.93 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 3.21 ლარი გახდა. 1.81 თეთრით გამყარდა საქართველოს ეროვნული ვალუტა ევროსთანაც, შედეგად, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.80 თეთრია. დღეს, 22 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა ოთხჯერ, ჯამში, 120 მლნ აშშ დოლარი გაყიდა სავალუტო რეზერვებიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი