გარდაბნის მუნიციპალიტეტში არასრუწლოვანი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულმა სოფელ მარტყოფში ურთიერთშელაპარაკებისას საკუთარ თანასოფლელს, 2001 წელს დაბადებულ ზ.ხ-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, დაჭრილი მამაკაცი კი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.