ახალი ამბები

პოლიციამ ფული მოიტანა, მძარცველთან ერთად ტოვებენ შენობას – მძევალი

21 ოქტომბერი, 2020 • 2257
პოლიციამ ფული მოიტანა, მძარცველთან ერთად ტოვებენ შენობას – მძევალი

ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, რომელიც დღეს მედიას ვიდეოზარით ეკონტაქტებოდა, წერს, რომ პოლიციის წარმომადგენელმა მძარცველს ფული მიუტანა და ისინი თავდამსხმელთან ერთად შენობას  ტოვებენ.

„სამი კაცის გარდა ყველანი გამოგვიშვეს. პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა და მძარცველთან ერთად დატოვებენ შენობას რამდენიმე წუთში. უღრმესი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, ახლა დაკითხვაზე გადამიყვანენ, ალბათ,“ – წერს  ირაკლი კვარაცხელია ფეისბუკზე.

შსს-ში ჯერჯეორბით კომენტარს არ აკეთებენ. ნეტგაზეთს უწყებაში უთხრეს, რომ განცხადება მოგვიანებით გაკეთდება. ამ დროისთვის უცნობია, სად მიჰყავს პოლიციას თავდამსხმელი. ის მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ თანხას და ვერტმფრენს ან სატრანსპორტო საშუალებას ითხოვდა. ასევე უცნობია, ის ადამიანები, ვინც კადრში თავდამსხმელთან ერთად ჩანან, ბანკში აყვანილი მძევლები არიან, თუ მათ პოლიციელები ჩაენაცვლნენ. კადრში ჩანს მარჯვენა ხელაწეული თავდამსხმელი, რომელსაც, სავარაუდოდ, ყუმბარა უჭირავს გახსნილ მდგომარეობაში.

დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებულმა თავდამსხმელმა მოქალაქეები მძევლად აიყვანა. ერთ-ერთი მათგანი, ირაკლი კვარაცხელია, „მთავარს“  ვიდეოზარით ჩაერთო,  თავდამსხმელთან ერთად ოთახში 19 მძევალი იმყოფებოდა.

თავად თავდამსხმელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი