ახალი ამბები

„დაუპიპინე ბიძინას“ – ივანიშვილის რეზიდენციასთან „ევსაქების“ აქცია დასრულდა

21 ოქტომბერი, 2020 • 1485
„დაუპიპინე ბიძინას“ – ივანიშვილის რეზიდენციასთან „ევსაქების“ აქცია დასრულდა

„ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით 21 ოქტომბერს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა აქცია — „დაუპიპინე ბიძინას“.

აქციის ბოლო ეტაპი თბილისში საღამოს 8 საათზე დაიწყო, მას შემდეგ, რაც პარტიის ლიდერები შეიკრიბნენ ივანიშვილის რეზიდენციასთან.

20:00 საათიდან პარტიის მხარდამჭერების ავტომბილების კოლონამ თავისუფლების მოედნიდან დაიწყო გადაადგილება ივანიშვილის რეზიდენციისკენ. მანქანების მძღოლები ასიგნალებდნენ და ასე გამოხატავდნენ პროტესტს „ქართული ოცნების“ მმართველობის წინააღმდეგ. აქცია ნახევარ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

როგორც ორგანიზაორები წერდნენ, აქციის ამგვარი ფორმა პანდემიის პირობებში შეკრების უსაფრთხო ალტერნატივაა და ჯანდაცვასთან დაკავშირებულ რისკებს ააცილებს საზოგადოებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი