ახალი ამბები

დმანისში „ოცნების“ ოფისთან ისროლეს, სავარაუდოდ, არიან დაჭრილები – კობახიძე

21 ოქტომბერი, 2020 • 1527
დმანისში „ოცნების“ ოფისთან ისროლეს, სავარაუდოდ, არიან დაჭრილები – კობახიძე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დმანისში, პარტიის ოფისთან სროლა იყო. რა დროსაც, მისი ინფორმაციით, დაიჭრნენ მოქალაქეებიც.

კობახიძე რუსთავი 2-თან საუბარში ამბობს, რომ მოხდა „მძიმე ინციდენტი, საკმაოდ მძმე პროვოკაცია“. შემდეგ კი განმარტავს:

„მე რამდენადაც ვიცი, გაისროლეს და არიან ადამიანები დაჭრილი. ასეთ შემთხვევაში, მკაცრი რეაგირებაა საჭირო სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან“, – ამბობს კობახიძე და ამატებს, რომ მსგავს დანაშუალს ახსნა არ აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს: სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (იარაღის უკანონო ტარება) და 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლებით.

დამატებით დეტალებზე უწყებაში ჯერ არ საუბრობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი