ახალი ამბები

მოლაპარაკების შედეგად 2 მძევალი გათავისუფლებულია – შსს

21 ოქტომბერი, 2020 • 745
მოლაპარაკების შედეგად 2 მძევალი გათავისუფლებულია – შსს

შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ  ბორცვაძე, რომელიც ზუგდიდში იმყოფება, ამბობს, რომ 2 მძევალი გათავისუფლებულია.

„როგორც ნახეთ, მოლაპარაკებების შედეგად 2 მძევალი გათავისუფლებულია, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ინსტენსიურ რეჟიმში. შსს ყველაფერს აკეთებს მძევლების უსაფრთხო დაბრუნებისთვის“, – თქვა ვლადიმერ ბორცვაძემ, თუმცა დამატებით კითხვებს არ უპასუხა.

ბორცვაძემ ასევე მიმართა მედიას და თქვა, რომ  მიმდებარე ტერიტორია პირდაპირ ეთერში არ გააშუქონ.


უკვე რამდენიმე საათია, რაც ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებულმა თავდამსხმელმა მოქალაქეები მძევლად აიყვანა. ერთ-ერთი მძევლის ინფორმაციით, რომელიც „მთავარს“  ვიდეო ზარით ჩაერთო, სულ თავდამსხმელთან ოთახში 19 მძევალი იმყოფება.

თავად თავდამსხმელი ითხოვს, რომ მან მძევლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი