ნეტგაზეთი | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს – Netgazeti
RU | GE  

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 1998 წელს დაბადებული ქალის დაზიანებების შესახებ პოლიციაში შეტყობინება ლაგოდეხის საავადმყოფოდან შევიდა და დაუყოვნებლივი საგამოძიებო ღონისძიებები დაიწყო. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს.

შემთხვევა 20 ოქტომბერს მოხდა. დაჭრილი გადაყვანილია ლაგოდეხის “არქიმედეს” სავადმყოფოში, სადაც “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დღეს ბინაზე გაეწერება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.