ახალი ამბები

კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევიდან 61 სამედიცინო პერსონალია

21 ოქტომბერი, 2020 • 1154
კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევიდან 61 სამედიცინო პერსონალია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევიდან 61 სამედიცინო პერსონალია.

გამყრელიძის თქმით, ინფიცირებულებს შორის არიან როგორც საშუალო, ასევე, უმცროსი რგოლის მედპერსონალი.

“15 სექტემბრიდან და უფრო ადრეც ე.წ. მეორე ტალღაში შევედით, ამიტომ, პირდაპირ გეუბნებით, შემთხვევების ზრდა იქნება. ინფიცირების მაჩვენებლის კლება უახლოეს ორი-სამი კვირის განმავლობაში ვერ მოხდება”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, შემთხვევათა 85-90%  მსუბუქად მიმდინარეობს, 1% – კრიტიკულად, დანარჩენი კი მძიმედ მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი