ახალი ამბები

კორონავირუსით 30 წლამდე პაციენტი გარდაიცვალა

21 ოქტომბერი, 2020 • 1114
კორონავირუსით 30 წლამდე პაციენტი გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის ძირითადად ხანდაზმულები არიან, ერთი კი 30 წლამდე პაციენტია.

გამყრელიძის თქმით, ახალგაზრდა პაციენტის გარდაცვალების მიზეზზე ვერ ისაუბრებს, რადგან ახლა მიმდინარეობს ამ შემთხვევის კლინიკური გარჩევა.

“ეს არ არის ღია ეთერში გასარჩევი საკითხი, იმიტომ, რომ სიკვდილიანობის მიზეზთა დადგენა კლინიცისტების მიერ ხდება. ჩვენ მხოლოდ სტატისტიკური კუთხით ვიძლევით ინფორმაციას”, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძე ამბობს, რომ უახლოესი 2-4 კვირის განმავალობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობის შემცირება ვერ მოხდება.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 14 პაციენტი.

1351 ახალი შემთხვევა და 14 გარდაცვლილი – 21 ოქტომბერი

მასალების გადაბეჭდვის წესი