დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევიდან თბილისში დაფიქსირებულია 445, აჭარის რეგიონში – 369, იმერეთში კი – 295.
ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
საქართველოს დანარჩენი რეგიონების მიხედვით სტატისტიკის გადანაწილება ასეთია:
- ქვემო ქართლი – 76
- სამეგრელო და ზემო სვანეთი – 66
- მცხეთა-მთიანეთი – 23
- შიდა ქართლი – 23
- კახეთი – 20
- სამცხე-ჯავახეთი – 18
- გურია – 15
- რაჭა-ლეჩხუმი – 1.
საქართველოში დღეს კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 ადმიანი.